კახა კალაძე: დავით ზალკალიანს, 2014 წელს გაკეთებული განცხადებების გამო, ახსნა-განმარტება მოუწევს
„დავით ზალკალიანს, 2014 წელს თანამდებობის დატოვების დროს გაკეთებული განცხადებების გამო, ახსნა-განმარტების გაკეთება მოუწევს“ – ასე გამოეხმაურა ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დავით ზალკალიანის დანიშვნის საკითხს.
“მე მივესალმები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დავით ზალკალიანის კანდიდატურის განხილვას, დათო არის უაღრესად პატიოსანი ადამიანი, ღირსეული პიროვნება. ჩვენ ერთად გამოვიარეთ ის მძიმე პერიოდი, ის რთული დღეები, რაც 2012 წელს უკავშირდებოდა, თუმცა იმ განცხადებების გამო, რაც გაკეთდა, როდესაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, მას ახსნა–განმარტება მოუწევს”, – განაცხადა კალაძემ.
დავით ზალკალიანის კანდიდატურა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე განიხილება. მას ერთხელ უკვე ეკავა აღნიშნული თანამდებობა, თუმცა 2014 წელს, “თავისუფალ დემოკრატებთან” და მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან ერთად, თანამდებობა დატოვა.