საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო, ნოდარ ჯავახიშვილი მოსახლეობას ბოდიშს უხდის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი, საახალწლოდ გზებზე შექმნილი პრობლემების გამო, მოსახლეობას ბოდიშს უხდის.
როგორც მინისტრმა განაცხადა, იყო პერიოდი, როდესაც მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება და ცოტა რთული აღმოჩნდა 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა კონტრაქტორების მხრიდან.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ძირითადი პრობლემები მოიხსნა.
“იყო პერიოდი, როდესაც მთელ საქართველოში ჭირდა გადაადგილება. რასაკვირველია, არაფერი არ ამართლებს ამას, მაგრამ ცოტა რთული აღმოჩნდა 1-2 იანვარს ხალხის გამოყვანა კონტრაქტორების მხრიდან. იყო ტექნიკის პრობლემებიც. ამ ეტაპზე არ ვიტყვი, რომ ყველაფერი ძალიან გამართულად არის, მაგრამ ძირითადი პრობლემები მოიხსნა. გარდა იმისა, რომ გააქტიურდნენ კონტრაქტორებიც და ჩვენი სამსახურებიც, ტემპერატურამაც აიწია. დღეს ბარში პრაქტიკულად არსად არ გვაქვს პრობლემა, მაგრამ პრობლემებია მთიან რეგიონებში,” – განმარტა ნოდარ ჯავახიშვილმა.