სკოლები ახალი სასკოლო ინვენტარით აღიჭურვება
საშობაო არდადეგების პერიოდში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა რეაბილიტაციის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ამორტიზებული სასკოლო ინვენტარის განახლების პროცესი.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირადად გაეცნო სასკოლო მერხების გადაცემის პროცესს. როგორც გიგაურმა აღნიშნა, ორ დღეში დასრულდება რაიონის სკოლების აღჭურვა იმ რაოდენობის ინვენტარით, რაზეც არსებობდა მოთხოვნა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლების აღჭურვის ეტაპი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს და, სწავლის განახლებასთან ერთად, დასრულდება.