გიორგი კვირიკაშვილი კომპანიების წახალისებასა და სანქციებზე საუბრობს (ვიდეო)

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, გზებზე არსებულ ვითარებას გაეცნო და მთავრობის წევრებისგან მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების თაობაზე ინფორმაცია მოისმინა.
როგორც პრემიერმა განმარტა, უნდა მოხდეს კარგი კომპანიების წახალისება, ხოლო იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებებს, უნდა მოხდეს სანქციების გამოყენება.
“სამწუხაროდ, ყველა კონტრაქტორმა ვერ გაითავისა ის ვალდებულებები, რომელიც მათ გააჩნიათ, ამიტომ მე მინდა, გთხოვოთ, რომ, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობას მივაწოდოთ რეგულარული ინფორმაცია ბრიფინგის სახით გზების დეპარტამენტის ან შესაბამისი უწყების მხრიდან და მეორე, ასეთი პრობლემების გამო, ვერ ხდება ძირითადი სერვისების მიწოდება.
მოქალაქეების გადაადგილების ნაწილში შეფერხებებს თავი რომ დავანებოთ, შეიძლება, სასწრაფო ვერ მივიდეს ავადმყოფთან და შეიძლება, რაიმე უბედურება მოხდეს.
“მე მინდა, თუ კონტრაქტორი კარგად ასრულებს ვალდებულებებს, წავახალისოთ და მადლობაც უნდა ვუთხრათ, ასევე მომავალ თანმშრომლობაში გავითვალისწინოთ და, თუ ვერ ასრულებს, პირიქით, გამოვიყენოთ ის სანქციები, რაც საჭიროა. ალბათ, ჩვენს თანამოქალაქეებს არ აინტერესებთ, რა სტრუქტურით ვქირაობთ ჩვენ ამა თუ იმ კომპანიას და არც ის, რომ რომელიმე ჩვენი კონტრაქტორი ვერ ასრულებს ამა თუ იმ მოვალეობას,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები