ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცია დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაცია 36 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა. პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისათვის 19 000 მასწავლებელი დარეგისტრირდა; სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის სურვილი 4500-მა სტუდენტმა გამოთქვა. საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის ელექტრონული განაცხადი 12 000 – მა აპლიკანტმა შეავსო. ამასთან, ცენტრი რეგისტრაციის მსურველებს აფრთხილებს, რომ სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ ისინი რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. “რეგისტრაციის პირველ ეტაპზე, რომლის ხანგრძლივობა ერთი თვეა, აბიტურიენტმა აუცილებლად უნდა აირჩიოს ჩასაბარებელი გამოცდების ჩამონათვალი, მიუთითოს ქალაქი და ენა, რომელზეც სურს გამოცდის ჩაბარება – ეს ინფორმაცია ვადის ამოწურვის შემდეგ ვეღარ შეიცვლება”, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
გარდა ამისა, როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, 2014 წელს აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალონ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანამიმდევრობა. ცვლილებების განხორციელების საშუალება აბიტურიენტებს გამოცდის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგაც ექნებათ. პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები