ოკუპანტებმა სოფელ ბერშუეთიდან ერთი პირი გაიტაცეს
ოკუპანტებმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის ტერიტორიაზე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
დაკავებული ლაშა გლურჯიძე, საბა სეხნიაშვილთან ერთად, ბერშუეთის განაპირას, სამების სალოცავში სანთლების ასანთებად იყო წასული. ე.წ. მესაზღვრეებს ორივე მათგანი დააკავეს, თუმცა საბა სეხნიაშვილმა თავის დაღწევა შეძლო.
ლაშა გლურჯიძის დედა აცხადებს, რომ შვილის მობილური ტელეფონი დაკავებიდან რამდენიმე წუთში გაითიშა. საბა სეხნიაშვილის განცხადებით, მეგობართან ერთად, ეკლესიაში შედიოდა, რა დროსაც 8 შეიარაღებული პირი გამოჩნდა. ამ დრომდე გლურჯიძის ოჯახს არავინ დაკავშირებია.