საპატრულო პოლიციამ ახალი წლის ღამეს მოქალაქეები ტკბილეულით დაასაჩუქრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალი წლის ღამეს თბილისელებსა და ქალაქის სტუმრებს სიურპრიზი მოუმზადეს.
დედაქალაქის მასშტაბით, საპატრულო ეკიპაჟები მძღოლებს სამინისტროს მილოცვას და ტკბილეულს გადასცემდნენ.
საპატრულო პოლიციის საახალწლო საჩუქრების აქცია დღესასწაულის დღეებში გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები