დავით ნარმანიამ “თბილსერვისის”, “მეტროპოლიტენისა” და სასწრაფო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს ახალი წელი მიულოცა

თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად თავისუფლების მოედანზე საახალწლო კონცერტს დაესწრო.
კონცერტის შემდეგ დავით ნარმანიამ ახალი წელი პირადად მიულოცა მათ, ვინც, დღესასწაულის მიუხედავად, ახალი წლის ღამეს პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ.
თბილისის მერმა პირველად ახალი წელი “თბილსერვისის” და “მეტროპოლიტენის” თანამშრომლებს მიულოცა, შემდეგ კი საახალწლო საჩუქრები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს გადასცა.
“გვინდა ახალი წელი მივულოცოთ იმ ადამიანებს, ვინც ახალი წლის ღამეს თავიანთ პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ. გვინდა, რომ მათ ჩვენი თანადგომა იგრძნონ. ვულოცავთ მათ, ახალ 2016 წელს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები