თინათინ ხიდაშელი ახალ წელს სამხედრო ბაზებზე შეხვდა

თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ახალ წელს სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობასთან ერთად შეხვდნენ.
მინისტრი, მისი მოადგილეები და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები IV მექანიზებულ ბრიგადაში შეიკრიბნენ და ჯარისკაცების მიერ გამართულ სააახალწლო ღონისძიებას დაესწრნენ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ქართველ სამხედროებს ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატებული წელი უსურვეს.
ახალი წლის ღამეს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა IV მექანიზებული ბრიგადის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძეს პოლკოვნიკის წოდება გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები