ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ახალი წლის დღეებში საქართველოსთან „საზღვარს“ ჩაკეტავს
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან ე.წ. საზღვარს 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს ჩაკეტავს.
სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ამის შესახებ ლეონიდ თიბილოვთან გამართულ თათბირზე ე.წ. უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილემ ედუარდ ჯაბიევმა განაცხადა.
როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, ეს ღონისძიებები აუცილებელია ე.წ. სამხრეთ ოსეთში სხვადასხვა ღონისძიების ჩატარების პერიოდში. ჯაბიევის ინფორმაციით, დღესასწაულების დღეებში საზოგადოებრივ წესრიგს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს 600-მდე თანამშრომელი უზრუნველყოფს.