გიორგი კვირიკაშვილი აზარტული თამაშების საკითხის შესწავლას აპირებს
საქართველოს პრემიერ – მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი აზარტული თამაშების საკითხის შესწავლას აპირებს.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ინტერნეტ-კაზინოების მიმართ ძალიან მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს.
“აზარტულ თამაშებს რაც შეეხება, თქვენ ახსენეთ ინტერნეტ-კაზინოები. მე საფუძვლიანად შევისწავლი ამ საკითხს. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვა ტიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და შევეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს, თავიდან იქნას აცილებული”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.