გიორგი კვირიკაშვილი: პარლამენტის შენობა უკეთესია, თბილისში იყოს

უკეთესი კომუნიკაციისთვის უმჯობესი იქნება, რომ თბილისში იყოს პარლამენტის შენობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქუთაისი ტურისტულ ჰაბად გადაიქცევა.
„აქ არის აეროპორტი, სადაც ფრენების კუთხით დამატებები მოხდა. ასევე, ვგეგმავთ, რომ „ვიზიარის“ ბაზა გავაკეთოთ და აქ რამდენიმე ბორტი დატოვოს. ქუთაისს ფრენების თვალსაზრისით, შვიდი-რვა მიმართულება დაემატება. ამას გარდა, თავისუფალ ინდუსტრიული ზონებს განვავითარებთ. რაც შეეხება პარლამენტის შენობას, ეს მთავრობის მუშაობას დისკომფორტს უქმნის. უკეთესი კომუნიკაციისთვის უმჯობესი იქნება, რომ თბილისში იყოს პარლამენტის შენობა. ეს ჩემი აზრია. ისეთი მნიშვნელოვანი ახალი პროექტების წამოწყება შეიძლება, რომელიც ქუთაისს საგანმანათლებლო დაწესებულებად გადააქცევს“, – დასძინა პრემიერობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები