სოფლის მეურნეობის სამინისტროში სასურსათო უსაფრთხოების ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

სასურსათო უსაფრთხოების რეკომენდაციების შემუშავების მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმა გაფართოებული შეხვედრა გამართა და შემაჯამებელი რეკომენდაციები განიხილა.
როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ოქსფამის“ ტექნიკური დახმარებით განხორციელდა.
უწყების ინფორმაციით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს.
შესაბამისად, სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით.
სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები საფუძვლად დაედება მომავალ წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე საქმიანობას. სამუშაო ჯგუფს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თემატიკა ფართოა, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი და მთავარია, ყველაფერი სისტემურად დაიგეგმოს და თანამიმდევრულად განხორციელდეს.
,,სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები, შემსრულებელი ორგანოები და თანამიმდევრულად განხორციელდეს სამუშაოები“, – აღნიშნა გოჩა ცოფურაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე “ოქსფამის” სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკის პროგრამის მენეჯერმა, ლევან დადიანმა აღნიშნა, იმისათვის, რომ აღნიშნული რეკომენდაციები სასურსათო უსაფრთხოების კუთხით პრაქტიკაში განხორციელდეს, საჭიროა გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამა და უწყებათაშორისი კოორდინაცია. სასურსათო უსაფრთხოების რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნილი ჯგუფი აერთიანებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი უწყებების, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები