სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ თანამშრომელთა შვილებისთვის საბავშვო-გასართობ ცენტრ „მაქსელდში“ საახალწლო ღონისძიება მოაწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ცენტრში ბავშვების განწყობაზე თოვლის პაპამ, ფიფქიამ, ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. ისინი ბავშვებს მიესალმნენ, ახალი წელი მიულოცეს და მათთან ერთად რამდენიმე ნომერი შეასრულეს. თოვლის პაპამ პატარა სტუმრებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და მათთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.
ღონისძიებაზე მუსიკალური და საცეკვაო ნომრები შესრულდა, ასევე, სხვადასხვა მხიარული თამაში მოეწყო. საახალწლო ღონისძიებაში 250-მდე ბავშვი მონაწილეობდა.