გულიკო ზუმბაძე საქართველოს პროფესიული გაერთიანების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე სასტუმრო Holiday Inn-ში საქართველოს პროფესიული გაერთიანების საქმიანობის 2015 წლის ანგარიშის მოსმენას დაესწრო.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კომისიასა და პროფესიულ გაერთიანებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2015 წლის 8 ივლისს გაფორმდა, რომლის ფარგლებში, საკრებულოში დედაქალაქის თვითმმართველობაში არსებული პროფესიული კავშირების ხელმძღვანელებთან შეხვედრა იგეგმება.
გულიკო ზუმბაძის თქმით, ასევე მოხდება ინფორმაციის მოსმენა მუნიციპალურ დონეზე დასაქმებულთა შრომის უფლებების თაობაზეც. დეპუტატმა ღონისძიებაზე პროფესიული გაერთიანებების როლზეც ისაუბრა და მიზნის მისაღწევად მოლაპარაკებების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები