2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 100%-ით არის შესრულებული
2015 წლის 28 დეკემბრის მდგომარეობით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი (შემოსულობები) შესრულებულია 100%-ით და შეადგენს 9 745,1 მლნ ლარს (გადაჭარბება 0,1 მლნ ლარი), – აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები გადაჭარბებულია 27,8 მლნ ლარით და 8 076,7 მლნ ლარს შეადგენს.
“დარჩენილი სამუშაო დღეების გათვალისწინებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი მნიშვნელოვანი გადაჭარბებით შესრულდება. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, 28 დეკემბრის მდგომარეობით, შესრულებულია 98,8%-ით და შეადგენს 9 504,0 მლნ ლარს. დარჩენილი დღეების გათვალისწინებით 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის (გადასახდელები) შესრულების მაჩვენებელი გადააჭარბებს 99%-ს”,-აცხადებენ სამინისტროში.