საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს ინფორმაციით, იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომას, დედაქალაქის ათივე რაიონის გამგებლები და მათი მოადგილეები, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მერიის სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი, რომელიც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივას ეხებოდა, კომისიის თავმჯდომარემ თევდორე კობახიძემ წარადგინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატების, გამგებლების და მათი მოადგილეების კითხვებს, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახაბერ პეტრიაშვილმა და სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების უფროსმა სალომე გირგვლიანმა უპასუხეს.
საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ შორენა ბუხრაშვილმა სხდომის მონაწილეებს, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დაფუძნების და მისი დებულების დამტკიცების, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის და ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ გაწეული ზოგიერთი მომსახურების საფასურის განსაზღვრის წესების თაობაზე გარემოს დაცვის კომისიის დასკვნა წარუდგინა.
კომისიის წევრების დამატებით კითხვებს კი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსის მოადგილემ ლერი ქვარაიამ უპასუხა. კომისიის სხდომაზე, მერიის სპორტისა და განათლების სამსახურის უფროსის მოადგილემ ზაზა ცინაძემ მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის პროგრამებისა და ქვეპროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ ისაუბრა. მერიის ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სოფიო ასპანიძემ და დავით გუბელიძემ კი იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე ოთხი საკითხი წარადგინეს, რომლებმაც საკრებულოს იურიდიული კომისიის დადებითი დასკვნა მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები