დარჩიაშვილი კვირიკაშვილს: სასიამოვნოდ გამაოცა, თქვენმა რიგმა დამოკიდებულებებმა…

სასიამოვნოდ გამაოცა, თქვენმა რიგმა დამოკიდებულებებმა, თქვენი წინამორბედებისგან განსხვავებით, – ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი დავით დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი კვირკაშვილს პლენარულ სხდომაზე.
“გუშინ საინტერესო შეხვედრა გვქონდა უმცირესობის ფორმატით და პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ სასიამოვნოდ გამაოცა თქვენმა რიგმა დამოკიდებულებებმა, თქვენი წინამორბედებისგან განსხვავებით. ამით ნამდვილად არ იყო საზოგადოება განებივრებული – თქვენ თქვით, რომ წინა ხელისუფლებასაც გაუკეთებია რაღაცა კარგი. ამავე დროს, თქვენ თქვით, რომ ჩვენ უნდა აგვეღო პასუხისმგებლობა, ღიად გვესაუბრა შეცდომებზე, რაც იყო ადრე.
კი, ბატონო, მზად ვართ, ღიად ვისაუბროთ და სულ ვსაუბრობთ ამაზე, მაგრამ თქვენი მხრიდანაც საჭიროა ღიად საუბარი იმაზე, რაც შესაძლოა, იყოს ძალიან კონფრონტაციული ნიადაგის შემქმნელი ქვეყანაში და მთელი ის იმედები, თქვენი პროგნოზები და სურვილები, რაც დღეს გამოთქვით, დადგეს საფრთხის ქვეშ. ეს არის სამართლიანობის ეგიდით წარმოებული აშკარად რევანშისტული, სოციალურ დაპირისპირებაზე გათვლილი ნაბიჯები, მაგალითად, თქვენთვის ალბათ, ცნობილია, რისთვის ზის ბატონი გიგი უგულავა ციხეში. არა რაღაცა მოარული მილიონების მოპარვისთვის, არამედ მას ის აქვს ინკრიმინირებული, რომ მან თურმე დასუფთავების სამსახურში პარტიის მხარდამჭერები დაასაქმა”, – მიმართა დარჩიაშვილმა გიორგი კვირიკაშვილს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები