რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული 9 წლის ბავშვი გაათავისუფლეს

რუსი ოკუპანტების მიერ გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები, მათ შორის 9 წლის ბავშვი გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან 20-მდე ქართველი დააკავეს, ოკუპანტებმა ის დაკავებულები, რომელთაც აფხაზური პასპორტები აღმოაჩნდათ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენები კი, მათ შორის მოზარდიც დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიეწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები