პუტინის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი დღეს აფხაზეთს ეწვევა
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი დღეს აფხაზეთს ეწვევა და დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრას გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორი ალექსეი ჩესნაკოვი ავრცელებს.
მისი თქმით, ოფიციალურად შეხვედრა დაანონსებულია, როგორც მომდევნო წლისთვის ინტეგრაციის გაღრმავებისა და თანამშრომლობის გეგმების შესახებ კონსულტაციები, თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, მხარეები აფხაზეთში თურქეთისთვის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების შეზღუდვის საკითხზეც იმსჯელებენ.