ე.წ. სამხრეთ ოსეთში სამი ქართველი დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში „საზღვრის“ უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. „მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ პირებმა სამხრეთ ოსეთის საზღვარი დაარღვიეს.
ისინი ახალგორის რაიონში დააკავეს. ყველა დაკავებული საქართველოს მოქალაქე, მცხეთის რაიონის მკვიდრია“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ე.წ. სასაზღვრო უწყებაში. ამ ინფორმაციის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების და ჯარიმის გადახდის შემდეგ, ეს ადამაინები საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები