მოზარდმაყურებელთა თეატრში საახალწლო შოუ გაიმართება
მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრში საახალწლო შოუ გაიმართება. საახალწლო შოუ 29 დეკემბრიდან 10 იანვრის ჩათვლით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყობა.
წარმოდგენის ფარგლებში, ბავშვებს საშუალება ექნებათ, იხილონ მათთვის საყვარელი და ნაცნობი ზღაპრის გმირები, სხვადასხვა მულტფილმის პერსონაჟები.
შოუს ბოლოს, მოზარდებს ახალ წელს მსახიობი გივი ბერიკაშვილი მიულოცავს. საახალწლო შოუს დამდგმელი რეჟისორია დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარი – ნინო ჩიტაიშვილი, ქორეოგრაფი – ანანო სამსონაძე, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძეს ეკუთვნის. საახალწლო შოუში მონაწილეობენ: ანა ზამბახიძე, ნინო ლეჟავა, თამარ ლორთქიფანიძე, ანო მღებრიშვილი, თამარ ტყემალაძე, ეკა შარიქაძე, მარიამ ჩუხრუკიძე, თამარ ცქვიტინიძე, ზურაბ ავსაჯანიშვილი, შალვა ანთელავა, მამუკა ბოგვერაძე, ლევან გვაზავა, გიორგი მაისურაძე, რატი ნავაძე, ნიკა ნანიტაშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, გიორგი შავგულიძე, გიორგი ჯიქურიძე.