ოკუპანტებმა ნაბაკევში 20-მდე ქართველი, მათ შორის 9 წლის ბავშვი დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ნაბაკევში, საოკუპაციო ხაზთან 20-მდე ქართველი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ერთი ცხრა წლის ბავშვია, რომელიც გალში მამასთან ბიძას გადაჰყავდა.
ოკუპანტებმა ის დაკავებულები, რომელთაც აფხაზური პასპორტები აღმოაჩნდათ, ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენები კი, მათ შორის მოზარდიც, ამ დრომდე გალის იზოლატორში რჩებიან.
როგორც “კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, ფაქტს ადგილი, მართლაც, ჰქონდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უკვე მიეწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები