გიორგი კვირიკაშვილი: პრეზიდენტი თავის რეზიდენციაში იმყოფება და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის, რომ პრეზიდენტის ადგილას ყოფილიყო რეზიდენციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისას, პოლიტიკურ გუნდს უფრო მეტ ანგარიშს გაუწევდა.
ამის შესახებ კვირიკაშვილმა “თავისუფალი დემოკრატების” წევრის, ნინო გოგუაძის მხრიდან დასმული შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. თუმცა კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას.
“მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტის ადგილზე, ალბათ, პოლიტიკურ გუნდს უფრო მეტ ანგარიშს გავუწევდი – ამასაც ღიად გეუბნებით, თუმცა, პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან აღარ უნდა დაისვას”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები