რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან თურქული ბიზნესის განდევნას ცდილობს

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი 29 დეკემბერს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავა, სადაც დე ფაქტო ლიდერს რაულ ხაჯიმბას შეხვდება. ამის შესახებ პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორმა ალექსეი ჩესნაკოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
მისი თქმით, მხარეებმა „აფხაზეთში თურქეთის პოლიტიკური და ეკონომიკური მონაწილეობის შემცირების საკითხები უნდა განიხილონ“.
ამ მხრივ მოსკოვმა აფხაზეთს გარკვეული გადაწყვეტილებები უკვე მიაღებინა. კერძოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიმურ ეშბამ განაცხადა, რომ ის თურქულ გემებს თევზჭერისთვის აღარ გამოიყენებს, რის მიზეზადაც რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობები დაასახელა. ოფიციალურად სურკოვის ჩასვლას ოკუპირებულ რეგიონში მოსკოვი „2016 წლისთვის სამეკავშირეო ხელშეკრულების განხორციელებასთან დაკაშირებულ კონსულტაციებს“ უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები