ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს წევრებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკური საბჭოს წევრებთან, საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელთან, სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, პროკურატურის, სახელმწიფო დაცვის სამსახურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსებთან, სსიპ-ების წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრები გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა თითოეულ მათგანს თანამშრომლობისთვის, ქვეყნის სამსახურში გაწეული საქმიანობისთვის და მათ წარმატებები უსურვა. ირაკლი ღარიბაშვილი განსაკუთრებით გაახარა სავაჭრო–სამრეწველო პალატის პრეზიდენტის მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ, დამამთავრებელ კლასებში საპილოტე პროგრამის დაწყების შესახებ. უფროსკლასელები „მეწარმეობის საფუძვლებს“ შეისწავლიან, რაც, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მომავალი წარმატებული მეწარმეებისთვის კარგი საფუძველია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები