„ვარსკვლავურმა ომებმა“ 12-დღიანი კინოჩვენების შედეგად 1 მილიარდი დოლარი მიიღო

„ვარსკვლავური ომების“ მორიგმა სერიამ პრემიერიდან გასული 12 დღის შემდეგ 1 მილიარდი დოლარი მიიღო. ეს კინოინდუსტრიაში ახალ რეკორდს წარმოადგენს.
ასე მაგალითად, „იურული პერიოდის პარკმა“ მილიარდი დოლარი 13 დღეში მიიღო, ოღონდ ამ თანხაში ჩინეთის კინოთეატრებში მიღებული თანხაც შედიოდა. „ვარსკვლავური ომების“ მორიგი სერია კი ჩინეთში 9 იანვრიდან იქნება ნაჩვენები.
ახალმა „ვარსკვლავურმა ომებმა“ რამდენიმე რეკორდი დაამყარა. ამ ფილმმა შობაზე სხვებზე მეტი – 49,3 მილიონი დოლარი და პრემიერიდან მეორე უიკ-ენდზე – 153 მილიონი დოლარი მიიღო.
ამ დროისთვის კომერციულად ყველაზე წარმატებულ ფილმებად ჯეიმს კემერონის „ავატარი“ და „ტიტანიკი“ რჩება. პირველმა პრემიერის დღიდან 2,79 მილიარდი დოლარი მიიღო, ხოლო მეორემ – 2,19 მილიარდი დოლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები