ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა. როგორც „ბი-ბი-სის“ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აცნობა, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაღუპულის და ოთხი დაშავებულის შესახებ.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება აეროპორტისკენ მიმავალი საავტომობილო გზის სიახლოვეს მოხდა. პოლიციის ვერსიით, ტერაქტი თვითმკვლელმა მოაწყო.
„ბი-ბი-სი“ იუწყება, რომ ბოლო დროს ავღანეთში სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა. ამის გამო აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანაზე უარი განაცხადა. საქმე ისაა, რომ ამერიკელების მიერ მომზადებული პოლიციისა და უშიშროების ძალები თალიბების შეტევებს ვერ უმკლავდებიან.