იტალიის ხელისუფლება “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ახალ ტერაქტებს არ გამორიცხავს
იტალიის ხელისუფლება ევროპაში “ისლამური სახელმწიფოს” მიერ ახალ ტერაქტებს არ გამორიცხავს.
როგორც იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ განაცხადა, ხელისუფლება უსაფრთხოების გამკაცრებაზე მუშაობს.
“კარგად ვიცით, რომ ისინი კიდევ შეეცდებიან დარტყმას. ვმუშაობთ უსაფრთხოების სფეროში, რათა ცუდ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდეთ”, – განაცხადა მინისტრმა.
ჯენტილონის თქმით, ავსტრიის პოლიციის მიერ გაკეთებული განცხადება, ევროპაში მოსალოდნელ ტერაქტებთან დაკავშირებით არ არის ზუსტი ინფორმაცია. მისივე თქმით, უცნობია ასევე კონკრეტულად სად და როდის შეიძლება მოხდეს ტერაქტები.
“იტალიაში, ევროპაში ყველასთვის სრულიად ნათელია, რომ “ისლამურმა სახელმწიფომ” განახორციელა და კიდევ განახორციელებს ტერაქტებს”, – განაცხადა მინისტრმა.