მანანა კობახიძე ალეკო ელისაშვილს “ცილისწამებისთვის უჩივლებს”

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მანანა კობახიძე საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს “ცილისწამებისთვის უჩივლებს”. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ადვოკატი ამ საკითხზე უკვე მუშაობს.
“ვგეგმავთ, ბატონი ალეკოს მიმართაც სარჩელის შეტანას. ადვოკატი მუშაობს. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ საიმისოდ, რომ ცილისმწამებლებს პასუხი გავცეთ. სარჩელი აუცილებლად შევა, უბრალოდ ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის, ჩვენს ქვეყანაში მნიშვნელოვანი მოვლენები ხდება. მე დროს არ დავკარგავ, ამას უშუალოდ ადვოკატი მიხედავს”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები