სესიაშვილი მარგველაშვილს პასუხობს: გვჭირდება თანადგომა და ურთიერთთანამშრომლობა
გვჭირდება თანადგომა და ურთიერთთანამშრომლობა, – ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის იმ განცხადებას, სადაც მარგველაშვილი ამბობს, რომ მასსა და ყოფილ პრემიერ-მინისტრს შორის იყო უთანხმოება.
“მიუხედავად იმისა რომ ბატონი გიორგი თავად უჩიოდა ამ კომუნიკაციას, მე ვიტყოდი რომ მას და ჩვენ უმრავლესობასაც სჭირდება ურთიერთთანამშრომლობა და თანადგომა. პრეზიდენტმა ახსენა მოსმენების კანონი. მან ამ კანონს ისე დაადო ვეტო რომ მის ავტორებს არ შეხვედრია”, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.