„შევეცდები, რომ ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას შორის იყოს სამუშაო ურთიერთობა“

ჩემი მხრიდან იქნება ჩვეულებრივი, კონსტრუქციული დამოკიდებულება ყველა სახელმწიფო სტრუქტურასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტის კითხვის, თუ როგორი ურთიერობა ექნება პრეზიდენტთან, საპასუხოდ განაცხადა.
“მაქსიმალურად შევეცდები, რომ ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას შორის იყოს სამუშაო ურთიერთობა. ჩემი მხრიდან იქნება ჩვეულებრივი, კონსტრუქციული დამოკიდებულება ყველა სახელმწიფო სტრუქტურასთან”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს გიორგი მარგველაშვილთან ცუდი ურთიერთობა არ ჰქონია.
“მე არ ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ჰქონდა ცუდი ურთიერთობა პრეზიდენტთან. ბევრჯერ შევსწრებივარ სამუშაო სიტუაციას, თუმცა გარკვეული დელიკატური მომენტები იყო”, – განაცხადა პრემიერობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები