ვიცე-პრემიერის თანამდებობას დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ვიცე-პრემიერის თანამდებობას ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს. ამასთან, მისივე თქმით, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვიცე-პრემიერის თანამდებობას შეინარჩუნებს.
“კახი კალაძე რა თქმა უნდა, დარჩება. მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ახალ მთავრობას, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი იქნება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები