„ვაცადოთ ახალ პრემიერს, ჩაიხედავს სფეროებში და ნახავს, სად როგორი ვითარებაა“

რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ვაცადოთ ახალ პრემიერს, ჩაიხედავს სფეროებში და ნახავს, სად როგორი ვითარებაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ განუცხადა.
“ვემზადებით ნდობის გამოცხადებისთვის. გადავხედავთ არსებულ პროგრამებს. ვიცით, რომ 2016 წელი არის დამაგვირგვინებელი წელი და ძალიან მნიშვნელოვანია ამ წლის სამოქმედო გეგმა იყოს კონკრეტული და ყველასთვის გასაგები.
რაც შეეხება საკადრო ცვლილებებს, ვაცადოთ ახალ პრემიერს, ჩაიხედავს სფეროებში და ნახავს, სად როგორი ვითარებაა. ნამდვილად საჭიროა დეტალებში გაერკვეს იმისთვის, რომ მით უმეტეს მომავალ წელს, ყველა პროექტი, რომელიც დაწყებულია, განხორციელდეს და არც ერთ მათგანს პრობლემები არ შეექმნას”, – აღნიშნა თამარ სანიკიძემ.
ამასთან, თამარ სანიკიძე არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, იგეგმება თუ არა რაიმე ცვლილებები განათლების სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები