პრეზიდენტი: გიორგის განსასაზღვრი იქნება, როგორი ტიპის ურთიერთობას აირჩევს ის ჩემთან
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოწვევების წინაშე დგას. ამის შესახებ მან განცხადება ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.
„გიორგი კვირიკაშვილს სერიოზული გამოწვევები აქვს. მას ძალიან ბევრი აქვს გასაკეთებელი. საქართველოს სერიოზული პრობლემები აქვს, რომელიც გადასაჭრელია, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, ასევე, პარლამენტთან ეფექტურობით და მე მინდა გიორგის წარმატება ვურსურვო ამ გზაზე“, – განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, მომავალი პრემიერის განსასაზღვრია, თუ რა ტიპის ურთიერთობა ექნება მას გიორგი მარგველაშვილთან.
„ბუნებრივია, გიორგის განსასაზღვრი იქნება, როგორი ტიპის ურთიერთობას აირჩევს ის ჩემთან, მაგრამ ჩემი პოლიტიკა, რა დამოკიდებულებაც იყო აქამდე ხელისუფლების, მთავრობის, პარლამენტის მიმართ, მაქსიმალური ჩართულობისკენ მოწოდება, ეს არ შემცვლია. იყო ასეთი პოლიტიკა და იოტით არ შევცვლილვარ ეს ორი წელიწადია ღარიბაშვილთან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.