ავსტრალიაში ხანძარმა ასზე მეტი სახლი გაანადგურა
ასზე მეტი სახლია განადგურებული ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში, – ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იტყობინება.
სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო სამუშაოებში ასობით მეხანძრე მონაწილეობს.
ყველაზე მეტად ხანძარმა ქალაქები უაინ რივერი და სეფარეიშნ კრიკი დააზარალა. ძლიერი ხანძარი გასულ კირას დაიწყო. ცეცხლის გავრცელებას ქარმა და თბილმა ამინდმა შეუწყო ხელი. ამჟამად წვიმებმა ცეცხლის გავრცელება შეაჩერა, მაგრამ ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.