პირველი ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულების დაარსებიდან 90 წლის იუბილე აღინიშნა
ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოში პირველი ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულების დაარსებიდან 90 წლის და ფილტვის დაავადებათა ეროვნელი ცენტრის შექმნიდან კი 15 წელის იუბილე აღნიშნა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები: ვალერი კვარაცხელია და ზაზა სოფრომაძე. ასევე ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საიუბილეო საღამოს მიზანი ტუბერკულოზთან ბრძოლის მნიშვნელობის გაცნობა იყო. ღონისძიების მონაწილეებმა ასევე წარმოაჩინეს ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებული უახლესი მიღწევები, ტუბერკულოზთან ბრძოლის პერსპექტივები და მომავალი წლის გეგმები. ასევე, ხაზი გაესვა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების (მოსახლეობა, ხელისუფლება, მასმედია, კულტურის და ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, საზოგადოებრივი კავშირები და კერძო პირები) ჩართვის მნიშვნელობას ტუბერკულოზთან ბრძოლაში.