საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.
ღონისძიებაში, რომელიც „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“ ინიციატივით დაიგეგმა, დამამთავრებელი კლასების 30-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
მოსწავლე-ახალგაზრდებს საქართველოს მთავარი პროკურატურის ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა ლონდა თოლორაიამ პროკურატურის სტრუქტურა და საქმიანობა გააცნო.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მოსწავლეებს სასამართლოში პროკურორის საქმიანობა გააცნეს, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რას უნდა მიაქციოს ყურადღება პროკურორმა სასამართლო პროცესზე შესავალი და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დროს, ასევე როგორ უნდა წარიმართოს მოწმეთა დაკითხვის პროცესი და ა.შ…
უწყების ინფორმაციით, პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობს „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფთან“ და მზად არის ჩაერთოს მათი ორგანიზებით ჩატარებულ ყველა პროექტში.