დავით ნარმანია საკრებულოს დეპუტატებს ბიუჯეტს წარუდგენს
მე ვერ მივიღებ პრეტენზიებს, რატომ არ შეიკრიბა ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია და რატომ არ განიხილეს ეს ბიუჯეტი, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ჯაბა სამუშიამ განაცხადა.
სამუშიას განცხადებით, ბიუჯეტის განხილვა ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„მე ვერ მივიღებ პრეტენზიებს, რატომ არ შეიკრიბა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია და რატომ არ განიხილეს ეს ბიუჯეტი. ეს არასერიოზულია. ეს ყველაფერი არის იმ ორკვირიანი მუშაობის შედეგი, დღეს ჩვენ უბრალოდ ამ ყველაფერს ვაფორმებთ, რადგან ყველაფერს სჭირდება კანონის ჩარჩოში მოქცევა,“ – აცხადებს ჯაბა სამუშია.
დედაქალაქის ბიუჯეტს საკრებულო კენჭს დღეს უყრის. მანამდე კი თბილისის მომავალი წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.
ბიუჯეტს საკრებულოს დეპუტატებს დედაქალაქის მერი, დავით ნარმანია, წარუდგენს.