კვიპროსის ორივე ნაწილის ლიდერმა ერთობლივი საახალწლო მიმართვა ჩაწერა
კვიპროსის ბერძნული ნაწილის პრეზიდენტმა ნიკოს ანასტადიადისმა და თურქული ნაწილის ლიდერმა მუსტაფა აკინჯიმ ერთობლივი ვიდეომიმართვა ჩაწერეს, რომელშიც მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცეს.
პოლიტიკოსებმა თავდაპირველად მშობლიურ ენაზე ისაუბრეს, ხოლო შემდეგ – მეზობლის ენაზე.
„მე ვისურვებდი, რომ მომავალ წელს ჩვენ – ბერძნებმა-კვიპროსელებმა და თქვენ, თურქმა-კვიპროსელებმა გაერთიანებულ ქვეყანაში ვიცხოვროთ“, – განაცხადა ანასტასიადისმა. აკინჯიმ, თავის მხრივ, მოსახლეობას მშვიდობა და აყვავება უსურვა.
Cyprus Mail -ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები კვიპროსის პრობლემაზე საახალწლო არდადეგების შემდეგ უნდა განახლდეს. შეხვედრები 7, 14 და 29 იანვრისთვის არის დაგეგმილი. კვიპროსის ორივე ნაწილის ლიდერი ასევე დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება.