მექსიკაში მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ადამიანი გარდაიცვალა
მექსიკაში 38 წლის ასაკში მსოფლიოს ყველაზე მსუქანი ადამიანი, ანდრეს მორენო გარდაიცვალა. ის რამდენიმე თვის წინ 444 კილოგრამს იწონიდა.
გახდომის მიზნით, მორენოს კუჭის ნაწილი ამოაჭრეს, მაგრამ მას პერიტონიტი დაეწყო და კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა.
ანდრეს მორენოს ახლობლების თქმით, მიმდინარე წლის ოქტომბერში მან წონის დაკლება შეძლო 323 კილოგრამამდე და პირობა დადო, რომ კიდევ გახდება. მაგრამ ოპერაციის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა მუცლის ღრუს მწვავე ანთებით. საბოლოოდ ყველაზე მსუქანი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გული გახდა.