თარაშ შურღიამ N42-ე ბაგა- ბაღის ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღია N42-ე ბაგა-ბაღში გამართულ საახალწლო ზეიმს დაესწრო და ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
,, წინასწარ გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს, მიხარია, რომ თქვენთან ერთად ვარ და მეც ვიზიარებ თქვენს საახალწლო განწყობას. ყველას ბედნიერ ბავშვობას და წარმატებულ მომავალს გისურვებთ“,- განაცხადა თარაშ შურღაიამ.
ბაგა-ბაღის დირექტორმა და პედაგოგებმა დეპუტატს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადეს.