დღეს დიცში ჯაზის კონცერტი გაიმართება

დღეს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ორგანიზებით, ჯაზის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, კონცერტში მონაწილეობენ კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე და სასწავლებლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ღონისძიებაზე შესრულდება ცნობილი ჯაზ-კომპოზიციები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები