შვილის დაჭრის ფაქტზე გიორგი აბდალაძე პირველ კომენტარს აკეთებს
ფოტოგრაფ გიორგი აბდალაძის შვილის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც “კვირას“ თავად გიორგი აბდალაძემ განუცხადა, მის შვილს უცნობი მამაკაცი პეკინის ქუჩაზე დაესხა თავს და მობილური ტელფონის წართმევა სცადა.
ახალგაზრდამ მას წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ის თავმდამსხმელმა ფეხისა და ხელის არეში ცივი იარაღით დაჭრა.
“ უცნობი მამაკაცი მას პეკინის ქუჩაზე დაესხა თავს და მობილურის წართმევა სცადა და თან ეუბნებოდა მომეცი ლომბარდში უნდა წავიღო და დავალომბარდოო, ამანაც წინააღმდეგობა გაუწია. საპასუხოდ კი, თავმდამსხმელმა დანით ფეხისა და ხელის არეში დაჭრა. საბედნიეროდ, მდგომარეობა რთული არაა და სავარაუდოდ, დღესვე დატოვებს საავადმყოფოს. იმედი მაქვს, გამოძიება დროულად დაადგენს დამნაშავეს და სათანადოდ დასჯის მას“,-განუცხადა “კვირას“ გიორგი აბდალაძემ.