გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს ეფექტური და ძლიერი მთავრობა სჭირდება

საქართველოს სჭირდება ეფექტური და ძლიერი მთავრობა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ პარლამენტი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილს დაამტკიცებს.
“საქართველოს სჭირდება ეფექტური და ძლიერი მთავრობა. არსებულ პოლიტიკურ გუნდში მე მხარი დავუჭირე როგორც პრემიერის გადაგომას, ასევე ახალ კანდიდატურას. მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცებს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტურად და წარმატებით გაართმევს თავს ურთულეს ამოცანებს. მე კვირიკაშვილს ბევრჯერ შევხვედრივარ”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები