ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი გადააყენეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი ვალერი იახნოვეცი ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„გენერალ-ლეიტენანტი ვალერი იახნოვეცი საკუთარი სურვილით სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადააყენა“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახურში.
იახნოვეცი ამ თანამდებობაზე 2010 წლიდან მუშაობდა. 2008 წლის აგვისტოში ის რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში „მშვიდობისთვის იძულების“ ოპერაციაში მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები