სამეგრელო-ზემო სვანეთში სარეალიზაციოდ გამოტანილი უკანონო წიწვოვანი ხეები აღმოაჩინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა კამპანიის ფარგლებში: „ნუ მოჭრი ნაძვს-იზრუნე გარემოზე“ განხორციელებული პატრულირების შედეგად, უკანონოდ სარეალიზაციოდ გამოტანილი წიწვოვანი ხეები აღმოაჩინეს.
როგორც „კვირას“ დეპარტამენტიდან აცნობეს, ქალაქ ზუგდიდში სამართალდამრღვევს სარეალიზაციოდ გამზადებული ჰქონდა 7 ცალი სოჭის და 1 ცალი ნაძვის სახეობის ხე. გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმი შეადგინეს.