თარაშ შურღაიამ დიღმის მასივის მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დიღმის მასივის მაჟორიტარი დეპუტატი თარაშ შურღაია დიღმის მასივის მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს და მისი სამაჟორიტარო ბიუროს მიერ 2015 წელს განხორციელებელი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის.
“მინდა თითოეულ მოქალაქეს დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო! ყოველთვის მზად ვარ, გემსახუროთ. ჩემი დიდი სურვილია, სამაჟორიტარო ბიუროსთან ერთად მოქალაქეები, რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ ჩვენს რაიონში არსებული პრობლემების გადაწყვეტაში, რათა ერთმანეთის თანადგომა ვიგრძნოთ. სწორედ ამიტომ დავიწყე საინფორმაციო ფლაერების დარიგება. 2016 წელს ჩვენ ერთად კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ”, – განაცხადა თარაშ შურღაიამ.
საინფორმაციო ბუკლეტები დიღმის მასივის პირველ და მეორე კვარტალში მცხოვრებ ყველა ოჯახს მიეწოდა. დანარჩენ მისამართებზე დარიგება გრძელდება. მისალოცი საინფორმაციო ბუკლეტების დასამზადებლად საჭირო თანხა დეპუტატმა საკუთარი სახსრებით უზრუნველყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები