ლორთქიფანიძე ბერძენიშვილს პასუხობს: ასეთი მიდგომა, რბილად რომ ვთქვათ, არა მგონია, სწორი იყოს

“ქართული ოცნების“ წევრის, დავით ლორთქიფანიძის შეფასებით, ლევან ბერძენიშვილის მიდგომა იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატი ირაკლი ღარიბაშვილს საარჩევნო სიის პირველ ნომრად ვერ მოიაზრებს, არასწორია. “ასეთი მიდგომა, რბილად რომ ვთქვათ, არა მგონია, სწორი იყოს, იმიტომ, რომ ღარიბაშვილი არის პოლიტიკური გაერთიანება – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარე, ის დღემდე არის კოალიციის ლიდერი და, ვფიქრობ, მისი ბედი საინტერესო უნდა იყოს კოალიციაში შემავალი თითოეული სუბიექტისათვის,“ – განაცხადა დათო ლორთქიფანიძემ.
ლევან ბერძენიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მომავალი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ღარიბაშვილს პარტიული სიის პირველ ნომრად ვერ ხედავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები