ლანჩხუთსა და ოზურგეთში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს გურიის განყოფილების სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.
როგორც „კვირას“ დეპარტამენტიდან აცნობეს, ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონებში სამართალდამრღვევები კერძო საკუთრებაში მოპოვებულ 13 მ3 ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკანონოდ ახორციელებდნენ. სამმართველოს თანამშრომლებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები